ქუთაისში „სათამაშო ქალაქების“ მოწყობა იგეგმება. საბავშვო ატრაქციონებით აშენებული „სათამაშო ქალაქები“ ქუთაისის ორ სკვერში უნდა განთავსდეს.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, სათამაშო ქალაქების“ მოსაწყობად ნინოშვილის ბაღი და მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში შეირჩა.
უკვე ცნობილია, რომ „სათამაშო ქალაქების“ მოსაწყობ სამუშაოებს კომპანია, ექსიმ ჯორჯია განახორციელებს. მერიის კეთილომოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ „სათამაშო ქალაქებში“ განთავსებული ატრაქციონები ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალით აშენდება. პროდუქციის ღირებულება საერთო ჯამში 54 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ სამშენებლო პროდუქცია თურქული ფირმა, პოლფისანის წარმოების იქნება.
ჩვენთან ერთი თვის წინ იყვნენ მოსულნი მერიიდან და შეათანხმეს სათამაშო ქალაქის პარკში მოწყობის საკითხი. პარკის ტერიტორიაზე ბავშვებისათვის გასართობი სათამაშო ქალაქი აეწყობა. ამ საქმეში ჩვენ როგორც შეგვიძლია ხელს შევუწყობთ კეთილმოწყობის სამსახურს ამბობს მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის სამეურნეო სპეციალისტი თემურ აბრამიძე.
ამ დროისთვის “სათამაშო ქალაქების” მოსაწყობად შერჩეულ ტერიტორიებზე სამუშაოები დაწყებული არ არის. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. სათამაშო ქალაქების მოწყობა ქუთაისში აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ავტორი: ანა ჯანაშია